აგირე: "პენალტამდე 3 ქულისთვის ვთამაშობდით"

აგირე: "პენალტამდე 3 ქულისთვის ვთამაშობდით"

"ესპანიოლის" მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ "ბარსელონასთან" გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პენალტამდე გახსნილი თამაში მიდიოდა, შესაძლებელი იყო ფრის ან სულაც მოგების მოპოვება, მაგრამ გაშვებული ბურთის მერე გუნდი გატყდა. ჩვენ ვეცადეთ, ქულებთან ასე ახლოს ვიყავით, თუმცა შანსი გავუშვით. ცუდად დავიძინებთ. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს.

ახლა ჩვენი მიზანი 42 ქულის დაგროვებაა, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ." - განაცხადა აგირემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.