აგირე: „ამჟამად, „ესპანიოლი“ „ბარსელონასთან“ მატჩზე არ ფიქრობს“

აგირე: „ამჟამად, „ესპანიოლი“ „ბარსელონასთან“ მატჩზე არ ფიქრობს“

"ესპანილის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ აგირემ განაცხადა, რომ მისი გუნდი ამ მომენტში, ლა ლიგის 31-ე ტურის, "ბარსელონასთან" მატჩზე კონცენტრირებული არ არის.

"ამ მომენტში, ჩვენ "ბარსელონასთან" მატჩზე არ ვფიქრობთ. კონცენტირებული ვართ მხოლოდ "მალაგასთან" მომავალ მატჩზე. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს მიმდინარე სეზონში, საჭიროა ვიმოქმედოთ მშვიდი გონებით და არ ავყვეთ ემოციებს. ჩვენთვის, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღების უფლება, ადვილი არ იქნება." - განაცხადა აგირემ.

კატალონიელები "სელტასთან" თამაშის შემდეგ მატჩს "ესპანიოლთან" გასვლაზე გამართავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.