„ესპანიოლი“-„ბარსელონა“. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
"ესპანიოლთან" მატჩის შემდეგ, დანი ალვესმა განაცხადა, რომ "ბარსამ" რთულ მატჩში დაამარცხა "ესპანიოლი", "კორნელია ელ პრატიზე". "ესპანიოლის" სახლში დამარცხება რთულია. ისინი ახორციელებდნენ პრესინგს და მოქმედებდნენ ძალიან ინტენსიურად მთელ მოედანზე. ჩვენ ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა." ალვესმა ხაზი გასუვა "ბარსას" კარგ თამაშს "ესპანიოლის" წინააღმდეგ: "შესანიშნავი პირველი ნახევარი ჩავატარეთ. ჩვენ ყველაფერი გავიღეთ."
ბრაზილიელმა ასევე ისაუბრა მისი გუნდის მომავალზე ლა ლიგაში. "ჩვენ გვაქვს კარგი იდეა, დარწმუნებულნი ვართ საკუთარ თავებში, მაგრამ, ვიცით, რომ გამარჯვება ადვილი არ იქნება. ჩვენ მზად ვართ ბოლომდე საბრძოლველად." მან დაამატა: "ჩვენ არასდროს ვკარგავთ ინტენსივობას, ჩვენი კონკურენტების წინააღმდეგ თამაშში, ისინი თამაშობენ მთელი ძალებით ამ კონკურსში, რაც ყველაფერს ძალიან ართულებს. "ბარსამ", შესაძლოა, ვერ მოიგოს ყველა მატჩი კომფორტულად, ზოგჯერ ეს შეგვიძლია, ზოგჯერ - არა."
ბუსკეტსი:
"ეს იყო ძალიან ინტენსიური დერბი ორივე გუნდისათვის.
ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ლა ლიგაში ბრძოლის გაგრძელებისათვის.
ჩვენ დღეს ვფიქრობდით ლა ლიგაზე. ჩვენ რთული სიტუაციაში ვიყავით ორი კვირის წინ, ახლა კი უკეთეს მდგომარეობაში ვართ."
მასკერანო:
"ეს დერბია, "ესპანიოლი" ყოველთვის გავალდებულებს, რომ საუკეთესო იყო. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ და ახლა, უნდა ვეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ ჩვენ დარჩენილ მატჩებში."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]