ფიფამ, "ბარსელონას" 2015 წლამდე ტრანსფერები აუკრძალა
ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ, კატალონიის "ბარსელონას" უმკაცრესი სანქცია წაუყენა. სანქცია იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში "ბარსელონას" ტრანსფერების განხორციელება აეკრძალება. იტყობინება, ორგანიზაციის ოფიციალური საიტი. .
კატალონიური გრანდი ვერ შესძლებს შემდეგ ორ სატრანსფერო ფანჯარაზე მოქმედებას. სანქცია კი 2015 წლის ზაფხულში დასრულდება. ამის მიზეზი ისაა, რომ 2009-2013 წლებში, "ბლაუგრანამ” 18 წელს ქვემოთ მყოფ 10 ფეხბურთელთან კონტრაქტები წესების დარღვევით გააფორმა.
"ბარსელონა" ასევე დაჯარიმდა 450 ათასი შვეიცარიული ფრანკითაც. ფიფამ ასევე დააჯარიმა ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციაც, 500 ათასი ევროს სახით და ერთი წელი მისცა იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]