ფიფამ "ბარსელონას" სანქცია დროებით შეუჩერა
კატალონიის "ბარსელონას" სანქცია, რომელიც ტრანსფერების განხორციელების აკრძალვას ითვალისწინებდა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერებულია. ფიფას გადაწყვეტილების თანახმად, კატალონიელთა აპელაცია განიხილება. იტყობინება, Goal.com.
ფიფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბზე დაკისრებული სანქცია დროებით შეჩერებული იქნება, სანამ აპელაცია არ განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღება. ფიფამ ასევე დააზუსტა, რომ აპელაციის გადახედვას საკმაოდ ხანგრძლივი დრო დასჭირდება, კატალონიელები კი უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე ტრანსფერის განხორციელებას მოახერხებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]