ნეიმარმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა

ნეიმარმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა

"ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა თავისი მოლოდინი გაგვიზიარა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მის მშობლიურ ბრაზილიაში გაიმართება.

"მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება, რომელიც მოხდება ბრაზილიაში - ჩემი ბავშვობის ოცნებაა. საჭიროა მთელი ძალის გაღება და ბრაზილიისთვის ტიტულის მოგება. მოწინააღმდეგეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენ დაგვამარცხონ. მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი ოპონენტები არ არსებობენ.

2010 წელს ვერ შევძელი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში - მას შემდეგ დრო ჯერ კიდევ არ მოსულა. მაგრამ მე ბევრი ვიშრომე, რათა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფერების დაცვის შესაძლებლობა მიმეღო. ვფიქრობ, რომ 2010 წლიდან უფრო სერიოზული გავხდი, მაგრამ მე კვლავ სიამოვნებას ვიღებ თამაშებიდან." - განაცხადა ნეიმარმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.