კლუბის წევრებმა ხმა ცვლილებებს მისცეს

კლუბის წევრებმა ხმა ცვლილებებს მისცეს

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა 5 აპრილს გამართული რეფერენდუმის შედეგები. რეფერენდუმზე მისული ამომრჩევლების 72.36%-მა (27.161 ხმა) არჩევანი კლუბის მიერ დაგეგმილი ცვლილებების სასარგებლოდ გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონა" აღებულ კურსს განაგრძობს და პროგრამა New Espai Barça-ს ("ახალი სივრცე ბარსა") განაგრძობს.

New Espai Barça-ს პროექტის მიზანი კლუბის მთელი ინფრასტრუქტურის შეცვლაა. ის მოიცავს კალათბურთისა და ჰოკეის მოედნების, კლუბის ოფისისა და რა თქმა უნდა, "კამპ ნოუს" რეკონსტრუქციას, ასევე პარკინგისთვის ახალი ადგილების დამატებას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 41 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.