„ბარსელონა“ - „ბეტისი“. საინტერესო ფაქტები
"ბარსელონამ" "ბეტისი" ლეო მესის დუბლისა და ჟორდი ფიგერასის მიერ საკუთარი კარში გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. "ბარსას" ბოლო გატანილი 8 გოლიდან 7 მესისა და ნეიმარის ანგარიშზეა. მერვე გოლი "ბეტისის" მცველმა გაიტანა. ბოლო ოთხ მატჩში არგენტინელმა და ბრაზილიელმა გოლები გაინაწილეს. გთავაზობთ სხვა საინტერესო ფაქტებს შაბათს, "კამპ ნოუზე" გამართული მატჩიდან:
- "რეალ ბეტისის" კარში გატანილი ორი გოლით, ლეო მესი (25) ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში დიეგო კოსტას გაუთანაბრდა. არგენტინელი მხოლოდ სამი გოლით ჩამორჩება კრიშტიანუ რონალდუს.
- მესის ანგარშზე 2014 წელს უკვე 24 გოლია. მან ბოლო 7 მატჩში 12 ბურთი გაიტანა.
- "ბარსამ" ახლა უკვე "კამპ ნოუზე" გამართულ ზედიზედ 48 მატჩში გაიტანა გოლი. ბოლოს, "ბლაუგრანამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა "სევილიას" წინააღმდეგ მატჩში, რომელიც გაიმართა 2011/12 სეზონში.
- ჩავიმ და ალექსისმა ბურთი ძელს მოარტყეს. ამ სეზონში, "ბარსამ" უკვე 25-ჯერ მოარტყა ძელს ბურთი.
- ორი პენალტი "ლურჯ-ბროწეულისფერების" სასარგებლოდ. "ბარსამ" ლა ლიგის ბოლო 4 მატჩში 5 პენალტი გაიტანა.
- ნეიმარმა პენალტი მოიპოვა "ბერნაბეუზე", "კორენლიაზე" და ახლა უკვე "ბეტისის" წინააღმდეგ მატჩში.
- "ბარსას" ამ სეზონში გატანილი აქვს 92 გოლი და ყველაზე გამტანი გუნდია ლა ლიგის მიმდინარე სეზონში.
- სერხიო ბუსკეტსმა ბურთი 16-ჯერ მოიპოვა და ის ყველაზე აქტიური "ბარსას" მოთამაშე იყო მოედანზე.
- "ბარსამ" გააკეთა 647 პასი, 540 ზუსტი და 83,5%-მა სამიზნემდე მიაღწია.
- ჩავიმ ყველაზე მეტი პასი გააკეთა (86). მათგან მხოლოდ ორმა პასმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე.
- ანდრეს ინიესტა 4-ჯერ წააქციეს და ის იყო ფეხბურთელი, რომელზეც ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ მატჩში.
- 81.978 მაყურებელი, რომელიც "კამპ ნოუზე" "ბარსას" და "ბეტისის" შორის მატჩს თვალს ადევნებდა, მეორე ყველაზე დიდი მაჩვენებელია ლა ლიგის ამ სეზონში. ყველაზე მეტი გულშემატკივარი "ელ კლასიკოზე" იმყოფებოდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]