ბლოგი: როგორ სჯის ფიფა?
ყველასათვის მოულოდნელად 2 აპრილი გახდა ერთ-ერთი ყველაზე "მწარე დარტყმა" "ბარსელონასათვის" მის ისტორიაში. სიახლე იმის შესახებ, რომ კლუბის არასწორი ტრანსფერების გამო, ფიფა სჯის "ბარსელონას" ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში უმოქმედობით, იყო ნამდვილი საშინელება "ლურჯ-ბროწეულისფერების" გულშემატკივართათვის. არ შემიძლია ჩემი აზრი არ გამოვთქვა ამის შესახებ. სიტუაიცია იმდენად გლობალურია, რომ სავარაუდოდ ჩემს მოსაზრებას უამრავი ნეიტრალური გულშემატკივარი არ დაეთანხმება. თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად გადავწყვიტე ამ სიახლის დაწერა. სწორედ ეს სიახლე იქნება დაკავშირებული ფიფასა "ბარსელონას" დაპირისპირებასთან და იმ საეჭვო სანქციებთან, რომლებიც კლუბს წაუყენეს.
არასრულწლოვანთა ტრანსფერებთან დაკავშირებული დარღვევები
2013 წლის თებერვალში ესპანურმა გამოცემებმა შეგვატყობინეს, რომ ახალგაზრდა კორეელი ფეხბურთელი ლი სეუნგ ვუ ფიფას აკრძალვით ვეღარ ითამაშებს ოფიციალურ მატჩებში. რამოდენიმე დღეში ხდება ცნობილი, რომ არამარტო ლი ჩამოაშორეს ოფიციალურ მატჩებს. ეს აკრძალვა შეეხო სხვა კორეელებსაც: პაიკა სეუნგ ხო-ს და იანგა კელ ხი-ს, ასევე ფრანგ თეო ჩენდრი-ს, ჰოლანდიელ ბობი ადეკანიეს და კამერუნელ პატრის სოუსიას.
მუხლი 19 - არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა
1 ფეხბურთელთა საერთაშორისო ტრანსფერები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ასაკი აღემატება 18 წელს.
2 არსებობს 3 გამონაკლისი ამ კანონისა:
ა) ფეხბურთელს თან მოჰყვებიან მშობლები ქვეყანაში, თუმცა არა საფეხბურთო მიზეზით.
ბ) ტრანსფერი ხორციელდება ევროკავშირის ტერიტორიაზე ან ევროპის ეკონომიკურ ზონაში, ხოლო ფეხბურთელის ასაკი მერყეობს 16-დან 18 წლამდე. ამ შემთხვევაში კლუბმა უნდა შეასრულოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნულებები:
I) მან უნდა უზრუნველჰყოს მოთამაშისათვის ადეკვატური საფეხბურთო განათლება და/ან მომზადება, რომელიც ეყრდნობა უმაღლეს ნაციონალურ სტანდარტებს.
II) მან უნდა უზრუნველჰყოს ფეხბურთელი უმაღლესი და/ან სასკოლო დონის განათლებით. ასევე შეიძლება პროფესიული განათლების მიღება, რაც შესაძლებლობას მისცემს მოთამაშეს ფეხბურთიდან წასვლის შემთხვევაში სხვა საქმით დაკავდეს.
III) კლუბმა უნდა შეუქმნას მოთამაშეს საშუალო სტანდარტების საცხოვრებელი პირობები, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს მისი მშობლების საცხოვრებელს.
IV) ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ ხელმძღვანელობამ დასტური უნდა გაუგზავნოს სათანადო ასოციაციას.
გ) ფეხბურთელი (იმ შემთხვევაში, თუ არ ცხოვრობს მშობლებთან) სახლდება არაუმეტეს 50 კილომეტრისა ქვეყნის საზღვრიდან. ასევე მანძილი კლუბის ადგილმდებარეობასა და ფეხბურთელის საცხოვრებელს შორის არ უნდა აღემატებოდეს 100 კილომეტრს.
3 ამ მუხლის პირობები ასევე ეხება ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა დარეგისტრირებული ამ კლუბში და არ არის ამავე ქვეყნის მოქალაქე, რომელშც ის პირველად რეგისტრირდება.
"Dura lex, sed lex". ან გასაგებ ენაზე - "კანონი მკაცრია, მაგრამ ის მაინც კანონია". მაგალითისათვის კი მოგიყვანეთ სწორედ ამ არასრულწლოვანთა სატრანსფერო კანონი, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, თუმცა ის მაინც ძალაშია. ისინი უნდა დაიცვან. ამიტომ ვეწინააღმდეგები იმ მოსაზრებას, რომ ყველაფერი ფიფას ბრალია. ეს რეგლამენტი ამ შემცველობით არ გაჩენილა არც გუშინ და არც გუშინწინ. კლუბი მიდიოდა რისკზე და თვალს ხუჭავდა აშკარა ფაქტებზე, განაგრძობდა რა ძველებურად მოქმედებას. თითქოს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა ძალიან მოდუნდა და დაავიწყდა, რომ ყველაფერს ჰყავს ცუდის მსურველი და მოწინააღმდეგე. აკვირდებიან ყველა ნაბიჯს, აგროვებენ პატარა დარღვევებს და სჯიან პატარა დანაშაულსაც კი. საბოლოოდ მათ განახორციელეს ეს დარტყმა და ფიფაში გაიგზავნა 2 ანონიმური განცხადება საეჭვო დარღვევებზე, რამაც გამოიწვია შემოწმების დაწყება.
ლაპარაკობენ, რომ ანონიმური განმცხადებლები შეიძლება ყოფილიყვნენ "ვალენსია" და "სევილია", რომლებსაც "ბარსელონამ" ხელიდან წაგლიჯა ტალანტები ანსუმანე ფატი, ენრიკე მარტინესი და აბელია რუისი. თუმცა ეს შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი. ფაქტი რჩება ფაქტად, ახალი კადრების გაფორმებაზე პასუხისმგებელმა პირებმა ვერ გაითვალისწინეს ყველა ვარიანტი და სრულიად მოუმზადებელნი შეხვდნენ ბრალდებებს. არაფრის მომცემი ახსნები და რეგლამენტის ცვლილების მცდელობები, ვერაფერმა გამოიღო შედეგი. უბრალოდ ხაზი გაესვა ზოგიერთი პასუხისმგებელი პირის არაპროფესიონალიზმს.
ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა დასრულდეს პროცესი, რომც გამართლდეს "ბარსელონა", ზემოთ ხსენებული დანაკარგის, ასევე ამერიკელი ბენ ლედერმანის, იაპონელი ტაკე კუბოს და ფრანგი კაის რუისის დაკარგვის გამო, მათზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა აგონ შესაბამისი პასუხი.
ფიფას სანქციები
ახლა რაც შეეხება საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციას. მეცხრამეტე მუხლი მოიგონეს ტრანსფერების დასახვეწად და უკეთესობისაკენ სწრაფვისათვის. ყველანაირად უნდა იყოს დაცული ბავშვთა უფლებები. ფიფას აზრით ახალგაზრდა ფეხბურთელები იოლად ხდებიან ყიდვა-გაყიდვის სამიზნეები სხვადასხვა ქვეყნებში. ეს კონკრეტული ფაქტი უფრო გამოაცოცხლებს არასრულწლოვანთა უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს. არასრულწლოვანის ნებისმიერი სპორტული ინტერესიც კი უნდა იყოს დაცული და გარკვეულ ფარგლებში მოქცეული. სწორედ ამიტომ კეთდება აქცენტი იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში ჩასული ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ ან მშობლებთან, ან კლუბისაგან არაუმეტეს 100 კილომეტრის მოშორებით. თუნდაც სწავლა-განათლების პუნქტიც.
მაგრამ რა ვუყოთ იმ ფეხბურთელებს, რომელთა ტრანსფერები უკვე დარღვევით განხორციელდა? ვის ინტერესებს იცავს ფიფა, როდესაც ახალგაზრდას უშლის ფეხბურთის თამაშს. ამით შესაძლოა ბავშვის ფსიქიკას დიდი ზიანი მიაყენონ ან თუნდაც დაუნგრიონ შესანიშნავი კარიერა. ამასთან ერთად "ბარსელონა" კარგავს შესაძლებლობას აღზარდოს მომავალი "ოქროს ბურთის" მფლობელი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]