ლაპორტა: "ფიფა ძალიან მკაცრად მოიქცა"

ლაპორტა: "ფიფა ძალიან მკაცრად მოიქცა"

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ რეფერენდუმში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან ის ფორმულა 1-ის გრანპრის გათამაშებას ესწრებოდა ბაჰრეინში. თუმცა მან ინტრევიუ კატალონიურ TV3-ს მისცა და ბოლო დროინდელი მოვლენები  განიხილა.

"კამპ ნოუს" რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, რომელსაც კლუბის წევრთა 72%-მა მხარი დაუჭირა, "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა: "მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სტადიონს განახლება სჭირდებოდა და ახლა მათ შეძლეს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თუმცა ვიტყოდი, რომ მათ ამ პროექტის გაკეთება ექსტრემალურ მდგომარეობაში უწევთ, რადგან ახლა არ არის დრო გააკეთო მსგავსი დონის ინვესტიცია პასუხიმსგებლობის გარეშე. ყველა ვარიანტში სტადიონი განახლდება და ყველა "კულეს" იმედი აქვს, რომ ყველაფერი მშვენიერი იქნება და საქმეც უკეთესობისკენ წავა"

სხვა თემა რასაც ლაპორტა შეეხო, ეს ფიფას მიერ დაწესებული სანქციაა: "ფიფა ძალიან მკაცრად მოიქცა. აშკარაა, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ფეხბურთელები, სხვებს ყოველთვის უსწრებენ, ამის კარგი მაგალითია მესი, ჩავი, ინიესტა, ვალდესი, პუიოლი, პიკე, პედრო.... ისინი ყველა "ლა მასიამ" აღზარდა და ჩვენ მათი როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში, ბევრი დრო დავხარჯეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს ფეხბურთელები ნამდვილი ვარსკვლავები გამხდარიყვნენ. ყოველივე ამის გამო ვფიქრობ, რომ ფიფამ გადაამეტა. ჩემი აზრით, თუ სანქციის გავასაჩივრებთ, ამ ბრძოლას მოვიგებთ, რადგან "ბარსა" არის გუნდი, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ახალგაზრდა ფეხბურთელებს."

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.