ლეო მესი, "ატლეტიკოს" კოშმარი

ლეო მესი, "ატლეტიკოს" კოშმარი

ლიონელ მესი ნებისმიერი დაცვისთვის "კოშმარია", რა თქმა უნდა, თუმცა იგი გაგნსაკუთრებით "ატლეტიკოს" მცველებს არ აძლევს "მშვიდი ძილის" საშუალებას. "ბარსელონას" 1/4 ფინალის მეტოქე არგენტინელის ერთ–ერთი საყვარელი გუნდია, რომელთა კარის ბადეც მან 20–ჯერ შეარხია: 17 ლა ლიგაში, ხოლო 3 ესპანეთის თასზე. აქედან 12 გოლი "კამპ ნოუზე" მოდის, ხოლო 8 "ვისელტე კალდერონზე". რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ სეზონში ლიონელმა მადრიდელთა წინააღმდეგ შეხვედრებში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა (სამჯერ შეხვდა "ატლეტიკოს" "ბარსას").

აქვე აღვნიშნოთ კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი,როდესაც "ვისენტე კალდერონზე" მესი გოლს იტანს "ბარსა" თითქმის ყოველთვის იმარჯვებს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც "ლურჯ–ბროწეულისფერები" დამარცხდნენ ამ არენაზე, გახლდათ 2008/2009 წლების სეზონი, როდესაც მადრიდელებმა კატალონიელებს 4:3 სძლიეს.

 

25 გოლი ლა ლიგაში 

მესი ბრწყინვალედ გამოიყურება გოლების გატანის მხრივ, მან ბოლო 5 მატჩში 10 ბურთი შეაგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ 25–მდე გაზარდა გოლების რაოდენობა ესპანეთის ჩემპიონატში. ამით ის გაუთანაბრდა დიეგო კოშტას და მხოლოდ 3 ბურთი აშორებს კრიშტიანო რონალდომდე. აქვე გეტყვით, რომ დიეგო კოშტამ მესიზე 2 მატჩით მეტი ჩაატარა, ხოლო პორტუგალიემა – სამით. ვნახოთ რა მოხდება ოთხშაბათს საღამოს, როდესაც "ატლეტიკოს" მთავარი "მტანჯველი" შეაბიჯებს "ვისენტე კალდერონზე".

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 49 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.