ალბა: „მატჩის დებიუტში ძალიან ცუდად ვითამაშეთ“

ალბა: „მატჩის დებიუტში ძალიან ცუდად ვითამაშეთ“

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე, "ატლეტიკოსთან" გამართული მატჩი შეაჯამა.

ხერარდო მარტინოს გუნდმა ამ მატჩში ერთი გოლი გაუშვა, დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

"ჩვენ თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ. პირველი 20 წუთი ძალიან რთული იყო, მოწინააღმდეგემ კი სწრაფი გოლი გაიტანა. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მივულოცოთ "ატლეტიკოს".

ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, თუმცა მოწინააღმდეგის კართან სახიფათო მომენტი თითქმის არ შეიქმნა. ახლა, შეგვიძლია ესპანეთის ჩემპიონატისა და სამეფო თასის მოგებას შევეცადოთ." - განაცხადა ალბამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.