სავარჯიშო სესია „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ

სავარჯიშო სესია „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" ფეხბურთელები ხუთშაბათს დილით, "ვისენტე კალდერონზე" მადრიდის "ატლეტიკოსთან" 1-0 დამარცხების შემდეგ, ვარჯიშს დაუბრუნდა. "ბლაუგრანასთვის" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი დასრულდა. ახლა კი დროა მარტინოს მოთამაშეები ლა ლიგის მომდევნო ტურის, "გრანადასთან" მატჩისთვის მოემზადნენ.

იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც "ატლეტიკოსთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, "სიუტატს ეპორტივოზე" ჩვეულებრივ აღდგენითი სამუშაოები შეასრულეს. კარლეს პუიოლი განაგრძობდა სპეციალურ ვარჯიშებს ტრავმის შემდეგ. სარეზერვო გუნდის გოლიპერმა, ჟორდი მასიპმა და ცენტრალურმა მცველმა, სერხი გომესმა, სესიაში მონაწილეობა მიიღეს.

"ბარსა" მომდევნო ვარჯიშს პარასკევ დილით გამართავს, რომლის შემდეგაც ხერარდო მარტინო გუნდის განაცხადს გამოაცხადებს და პრესკონფერენციას გამართავს.

სავარჯიშო სესიის სურათები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.