ანჩელოტი: „ბარსელონას“ მარცხი ესპანეთის თასის ფინალზე გავლენას არ მოახდენს“
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მცირე კომენტარი გააკეთა "ალმერიას" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩზე. მან ასევე განაცხადა, რომ "ბარსელონას" მარცხი კატალონიელებზე, ესპანეთის თასის საფინალო მატჩის წინ, გავლენას არ მოახდენს.
"გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა, კარგი თამაში იყო. ჩვენი მიზანი - ყველა დარჩენილი მატჩი მოგება. ეს ძალიან რთულია, სეზონის ბოლოს ყოველი მატჩი ლა ლიგაში, ფინალის ტოლფასია. ადვილი არ იქნება, მაგრამ დარჩენილ მატჩებში მთელი ძალა უნდა გავიღოთ.
მიმაჩნია, რომ "ბარსელონას" ჯერ კიდევ შეუძლია ლა ლიგის მოგება. ამ სეზონში ძალიან ბევრი სიურპრიზი იყო, მაგრამ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. ვფიქრობ, კატალონიელების მარცხი ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში მათ თამაშზე გავლენას არ მოახდენს. წარმოუდგენელი მატჩი იქნება და ჩვენ სხვა არაფერზე ვფიქრობთ." - განაცხადა ანჩელოტიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]