„ბარსელონას“ სამიზნე როისია
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მუშაობა მომავალ სეზონში შემადგენლობის გაძლიერების მიმართულებით.
კატალონიურ კლუბში დარმუნებულები არიან, რომ გუნდში ყველა პოზიცია უნდა გაძლიერდეს. კერძოდ, საუბარია მეკარისა და ცენტრალური მცველის პოზიციებზე. გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერების" პრეზიდენტს, ჟოსეპ მარია ბართომეუსა და კლუბის სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას მიაჩნიათ, რომ საჭიროა მრავალმხრივი თავდამსხმელი. ამ მხრივ, ისინი საჭიროდ მიიჩნევენ დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, მარკო როისის შეძენას. სატრანსფერო თანხა დაახლოებით 35 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის კანდიდატურა არ განიხილება შემთხვევით. საქმე იმაშია, რომ ესპანური გრანდის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებების გამართვას აპირებს დორტმუნდელთა მთავარ მწვრთნელთან, იურგენ კლოპთან, რომელიც კარგად იცნობს როისს. "ბარსელონაში", მომავალ სეზონში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხერარდო მარტინო აღარ განიხილება და დიდი ალბათობით, არგენტინელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]