ბართომეუ და სუბისარეტა სავარჯიშო სესიაზე
კლუბის პრეზიდენტმა, ჟოსეპ მარია ბართომუმ "სიუტატს ესპორტივოზე" ამ დილის სავარჯიშო სესიაზე ფეხბურთელებთან ისაუბრა. ბართომეუმ სესიის დაწყებამდე ასევე რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრა სპორტულ დირექტორთან, ანდონი სუბისარეტასთან და მწვრთნელთან, ტატა მარტინოსთან.
კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა: "პრეზიდენტი სწორედ აქ, ჩვენთან ერთადაა და ჩვენ ვაფასებთ მის მხარდამჭერ სიტყვებს."
ამის შემდეგ მაშინვე, კლუბის პრეზიდენტი, რომელსაც თან ახლდა ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე და სილვიო ელიასი, გაფრინდა შვეიცარიაში, სადაც ახალგაზრდული გუნდი, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბენფიკას" წინააღმდეგ ითამაშებს.
ჟოსეპ მარია ბართომეუ და ანდონი სუბისარეტა დილის სავარჯიშო სესიაზე.
[media=http://www.youtube.com/watch?v=aw8IFmcK4k0]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 31 ]