„ბარსელონა“ მანჩესტერშია

„ბარსელონა“ მანჩესტერშია

პირველმა გუნდმა "სიუტატ ესპორტივო" დილის 9:30 საათზე დატოვა და მანჩესტერში გაფრინდა. თვითმფრინავმა აეროპორტი 10:30 საათზე დატოვა და ინგლისის ქალაქში 11:50 საათზე ჩაფრინდა. გუნდი სასტუმროში დაისვენებს, 19:00 საათზე კი სავარჯიშო სესიას გამართავს "ეტიჰადზე", სამშაბათი საღამოს მატჩისთვის. 18:15 საათამდე მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინო და მცველი ჟერარდ პიკე პრესასთან ისაუბრებენ.

პრეზიდენტი ჟოსეპ მარია ბართომეუ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. გუნდთან ერთად იმყოფება ხავიერ ფაუსი, კარლეს ვილარუბი, ჟორდი მესტრე, ტონი ფრეიქსა და დირექტორები ჟორდი მოიქსი, პილარ გიუნოვარტი, რამონ პონტი, დიდაკ ლიი და ჟოსეპ რამონ ვიდალ არაბასა. როგორც ყოველთვის, გუნდის 23 ფეხბურთელთან იმყოფება ასევე სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.