"ბილბაო" - ძლიერი გუნდი გასვლით თამაშებში

"ბილბაო" - ძლიერი გუნდი გასვლით თამაშებში

შაბათს "კამპ ნოუზე" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "ბარსელონა" და "ბილბაო", კატალონიელების მეტოქე კი გასვლაზე ბოლოს 5 იანვარს დამარცხდა; "რეალ სოსიედადმა" დერბი ანგარიშით 2-0 მოიგო. დერბის შემდეგ "ბილბაო" დაუპირისპირდა "ოსასუნას", "სელტას", "ბეტისს", "ვალენსიას", "ვილიარეალს", "ელჩესა" და "ლევანტეს", მაგრამ ვერცერთმა გუნდმა ვერ დაამარცხა "ბილბაო".

გასვლით შეხვედრებში "ბილბაომ" 6-ჯერ მოიგო, 5-ჯერ წააგო და 5-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო "სან მამესზე" გულშემატკივრებმა 12 გამარჯვება, 3 ფრე და 2 მარცხი იხილეს.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის იბრძვის და "სევილიას" 6 ქულით უსწრებს.

"ბილბაოს" დააკლდებიან ეკიზა, გურპეგი, იბაი და კიკე სოლა, ხოლო მიკელ რიკოს თამაში საეჭვოა.

"კამპ ნოუზე" გამართული ბოლო 25 შეხვედრიდან "ბარსელონამ" 21 მოიგო, "ბილბაომ" კი ბოლოს 2001/02 წლების სეზონზე ანგარიშით 1-2 გაიმარჯვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.