ბართომეუ: „საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება“

ბართომეუ: „საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება“

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლამდე არ გაიმართება.

ბართომეუ "ბარსელონას" პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობიდან სანდრო როსელი გადადგა.

"პრეზიდენტის არჩევნებს არ ჩავატარებთ. ეს უკვე მოხდა 2010 წელს და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

ჩვენ 2016 წლამდე მუშაობის პროექტი უკვე გვაქვს. კლუბში არსებული წესების თანახმად, თუ პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს, მუშაობას მისი გუნდი განაგრძობს. ამიტომ, კიდევ 2 წლის განმავლობაში ვიმუშავებთ." - აცხადებს ბართომეუ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.