ვან გაალი „ბარსელონაში“ დაბრუნდება?

ვან გაალი „ბარსელონაში“ დაბრუნდება?

ჰოლანდიელი სპეციალისტი 14 წლის შემდეგ, შესაძლოა, კვლავ კატალონიის დედაქალაქში დაბრუნდეს.

"ბარსელონას" მიმდინარე მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო, სეზონის ბოლოს "ბლაუგრანას" დატოვებს -  კატალონიელებმა ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყეს. ფავორიტი "ბარსელონას" მთავარ სამწვრთნელო პოსტზე ლუი ვან გაალია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს დატოვებს.

ვან გაალისთვის "ბარსელონას" კონკურენციას გაუწევს "ტოტენჰემი", რომელსაც ასევე სურს ავტორიტეტული ჰოლანდიელის მიწვევა. იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" ვან გაალის გადაბირებას ვერ მოახერხებს, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა განიხილავს მიქაელ ლაუდრუპისა და ფრანკ დე ბურის კანდიდატურებს, რომლებიც ადრე "ბარსელონაში" გამოდიოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალი კატალონიურ გრანდს 1997-2000 წლებში ხელმძღვანელობდა. ჰოლანდიელმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და გახდა უეფას სუპერთასის მფლობელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 46 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.