ჩავი: „ვან გაალი სრულყოფილი მწვრთნელია“
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვან გაალი შესანიშნავი მწვრთნელია და მას წარმატების მისაღწევად დრო სჭირებდა.
შეგახსენებთ, რომ ჩავი მსოფლიო ფეხბურთის ფართო ასპარეზზე სწორედ ლუის ვან გაალის "ბარსელონაში" მოღვაწეობის პერიოდში გამოვიდა. ვან გაალი ბლაუგრანას 1997 წლიდან 2000 წლამდე წვრთნიდა. შემდეგ მან "ბარსელონა" დატოვა, თუმცა მცირე ხნით, 2002/2003 წლებში ხელმეორედ დაინიშნა მწვრთნელის თანამდებობაზე.
"გულშემატკივრები ხშირად აკრიტიკებენ ლუის ვან გაალს, მაგრამ ეს არ არის სწორი საქციელი. მისი "ბარსელონაში" ყოფნის დროს ვისწავლე თუ როგორი გენიალური სპეციალისტი იყო იგი. ვან გაალი იდეალურად ატარებდა კლუბში ვარჯიშებს, ასევე მუდმივად ცდილობდა გაეუმჯობესებინა თამაში ორი თვალსაზრისით ტექნიკურად და ტაქტიკურად." - აცხადებს 35 წლის ფეხბურთელი, რომელიც ახლა ყატარის ერთ-ერთ კლუბ "ალ-სად"-ში ასპარეზობს.
"იგი სრულყოფილი მწვრთნელია. მას სჭირდება დრო, რათა მიაღწიოს წარმატებას. იგი ყველაფერს გააკეთებს რათა "მანჩესტერმა" პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი შესანიშნავ შედეგს მიაღწევს იუნაიტედში". - დაასრულა ელ მაესტრომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]