"ბოკა ხუნიორსი" ტატა მარტინოს სამუშაოს სთავაზობს

"ბოკა ხუნიორსი" ტატა მარტინოს სამუშაოს სთავაზობს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინო სეზონის დამთავრების შემდეგ შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. მას სამუშაო ადგილს "ბოკა ხუნიორსი" სთავაზობს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მარტინო მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრების მწვრთნელი უნდა გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ ტატა "ბარსელონაში" გადმოსვლამდე სწორედ არგენტინაში მოღვაწეობდა, ის ნიუელსის "ოლდ ბოისს" ხელმძღვანელობა. ამ გუნდით ის არგენტინის ჩემპიონიც გახდა. სპეციალისტს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.