LFP-მ „ბარსელონა“ გაამართლა

LFP-მ „ბარსელონა“ გაამართლა

"ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ესპანეთის ფეხბურთს ლიგამ (LFP) კატალონიური კლუბი, ნეიმარის ტრანსფერში, უდანაშაულოდ სცნო.

როგორც იცით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ესპანეთის ფეხბურთის ლიგაში ნეიმარის ტრანსფერის საბუთების საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობდა. კომიტეტის ბოლო შეხვედრა გასულ ოთხშაბათს გაიმართა, ხოლო გადაწყვეტილება ცნობილი პარასკევს გახდა. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: "ესპანეთის ფეხბურთის ლიგაში შემოსული "ბარსელონას" საჩივრის განხილვის დროს დადგინდა, რომ კლუბს არაფერი ჩაუდენია ისეთი, რაც ლიგის წესებს არღვევს. ამის გათვალისწინებით, ამ საკითხთან დაკავშირებთ არანაირი გამოძიება არ გაგრძელდება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 37 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.