მემორიალური ცერემონია ბარსელონას ტაძარში
ორშაბათს საღამოს ბარსელონას საკათედრო ტაძარში გაიმართა მემორიალური ცერემონია, სადაც ტიტო ვილანოვას საბოლოოდ გამოემშვიდობნენ. მემომრიალური ცერემონია ჩაატარა ბარსელონას კარდინალ-არქიეპისკოპოსმა ლუის მარტინეს სისტაკმა. ცერემონიას ესწრებოდნენ ვილანოვას ოჯახის წევრები, კატალონიის მთავრობის წევრები, "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტები და ფეხბურთელები, პირველი გუნდი და ბევრი სხვა.
გარდა პირველი გუნდისა, ცერემონიაზე იყვნენ "ბარსას" სხვადასხვა პროფესიული გუნდებისა და "ხუვენილ ბ"-ს კაპიტნები. სწორედ ამ გუნდში თამაშობს ტიტოს შვილი ადრია ვილანოვა. ცერემონიაზე იმყოფებოდა დირექტორთა საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი ჟოსეპ მარია ბართომეუ ხელმძღვანელობდა. ყოფილი პრეზიდენტები, აგუსტი მონტალი, ხოსეპ ლუის ნუნიესი, ჟოან გასპარტი, ენრიკ რეინა, ჟოან ლაპორტა და სანდრო როსელი ასევე ესწრებოდნენ ცერემონიას. ტიტოს გამოსამშვიდებებლ ცერემონიაზე ვიხილავდით ყოფილ ფეხბურთელებს, კარლეს რექსაჩს, ჟოსეპ მარია ფუსტეს, მიგელს, ფერან ოლიველიას, ჟოსეპ მორატალიას, ტენტე სანჩესს, ტინიო დე ლა კრუსს, ჟოსეპ პალაუსა და ჟოსეპ ფრანკს.
მემორიალურ ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენლები ლა ლიგის სხვადასხვა გუნდებიდან. "ესპანიოლი" (პრეზიდენტი ჟოან კოლიეტის დელეგაცია); მადრიდის "რეალი" (ფერნანდო ფერნანდეს ტიპიასი და ემილიო ბუტრაგენიო); "მალიორკა" (ლიორენს სერა ფერერი); "ატლეტიკი" (ხოსე ანხელ ირიბარი); "ვალენსია" (პრეზიდენტი ამადეო სალვო და ხუან სოლი); "რეალ სოსიედადი" (პრეზიდენტი ხოსე კასტრო). ცერემონიას ესწრებოდნენ "ლეიდა ესპორტიუს" წარმომადგენლები ბორხა პლანა და ოსკარ სამარა და "ხოვენტუტ დე ბარსელონას" პრეზიდენტი ჟორდი ვილიაკამპა. ამას გარდა, გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ვიხილავდით წარმომადგენლებს სხვადასხვა საფეხბურთო ლიგის კლუბებიდან, ისეთები როგორებიცაა "მანჩესტერ სიტი" (ჩიკი ბეგირისტაინი); "ბენფიკა" (ჟოაუ გაბრიელი და ნუნო გომესი) და "ფიორენტინა" (ედუარდო მაჩია).
ბართომეუს, როურას, კარლოტასა და ადრიას მიმართვა მრევლის წვრებს
ჟოსეპ მარია ბართომეუ, ჟორდი რურა და ტიტოს შვილები, კარლოტა და ადრია, მემორიალურ ცერემონიაზე ვილანოვას გამოემშვიდობნენ. ბართომეუმ განაცხადა, რომ "დღეს არის სევდიანი დღე ყველა "ბარსელონისტასთვის". დღე, რომელშიც გამოვემშვიოებთ ადამიანს, რომელიც ძალიან გვიყვარდა. კარგ, ახალგაზრდა კაცს. მთლიანობაში, თავმდაბალ და პატიოსან ადამიანს. მისი განმსაზღვრელი მახასიათებლები იყო პატიოსნება, თავდაუზაგავად შრომა და პიროვნული ზრდა."
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტიტოს იჯახს: "ყველაა "ბარსელონისტასა" და პრეზიდენტების სახელით მიიღეთ მადლობა. გპრიდებით, რომ ის ყოვეთვის იქნება ჩვენს გულებში და რომ არასოდეს დავივიწყებთ მას."
მრევლს ასევე მიმართა ჟორდი რურამ: "პირველივე დღიდანვე ვიგრძენით, რომ ბედით შევერთდით. ქიმიურად რთული ასახსნელია... "ბარსა" რომ ჩვენ ასე გვიყვარდა, ბურთმა რომ გაგვაბედნიერა, ლა მასიის კედლები, სადაც ჩვენ შევხდით, სადაც ჩვენ სიამოვნებას ვიღებდით ჩვენი საუბრებით ფეხბურთისა და სავარჯიშო სესიების შესახებ, ადგილი, სადაც ჩვენ ვჭამდით და ვლევდით ღვინოს...
ტიტო იყო დახვეწილი და დარწმუნებული თავის თავში, ის იყო პერფექციონისტი ყველაფერში; სერიოზული და მჭვრეტითი. ამავე დროს ის იცინოდა ჩარლის [რექსაჩი] ანეკდოტებზე." - აცხადებს როურა. მან დაამატა: "მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიქნები შენი გამბედაობით."
კარლოტამ და ადრიამ, ტიტოს შვილებმა 1,500 დამსწრეს მიმართეს. "ჩვენი მამა, ჩემი პირველი სიყვარული, ის იყო ჩვენი გმირი და მისაბაძი ჩვენთვის. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მებრძოლა ჩემი ოცნებებისათვის. მისი გატაცება ფეხბურთისადმი, მან აისრულა თავისი ოცნება: "ბარსას" სკამზე ჯდომა, როგორც მწვრთნელი. კლუბი ყოველთვის იყო მის გულში." - თქვა კარლოტამ.
ადრიამ, რომელიც "ხუვენილ ბ"-ში თამაშობს, განაცხადა: "ის იყო ერთგული ადამიანი მისი ოჯახისადმი. მახსოვს, როდესაც მას სიმსივნეს დიაგნოზი დაუსვეს, ის უფრო ოჯახის კეთილდღეობაზე ღელავდა, ვიდრე საკუთარ თავზე. მე მისგან ბევრი ვისწავლე. მან დაგვტოვა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში ის ყოველთვის იცოცხლებს."
[media=http://www.youtube.com/watch?v=OHqiIyy1sgw]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 56 ]