სამუდამო სასჯელი ბანანის მსროლელ გულშემატკივარს

სამუდამო სასჯელი ბანანის მსროლელ გულშემატკივარს

საფეხბურთო კლუბმა "ვილიარეალმა" იმ გულშემატკივარს, რომელმაც დანი ალვესს ბანანი ესროლა, კლუბის საშინაო მატჩებზე დასწრება სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალა.

როგორც იცით, 35-ე ტურის მატჩის მიმდინარეობის დროს, "ვილიარეალის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დანი ალვესს ტრიბუნებიდან ბანანი ესროლა. ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა ბანანი შეჭამა, რასაც მთელს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ფეხბურთელები და უბრალოდ ცნობილი ადამიანები რასიზმთან ბრძოლაში ალვესს მხარს უჭერენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ "ვილიარეალის" წარმომადგენლებმა იმ პირის იდენტიციფირება მოახდინეს, რომელმაც ალვესს ბანანი ესროლა. გაირკვა, რომ ის "ვილიარეალის" კლუბის წევრი იყო, მაგრამ სამუდამო დისკვალიფიკაციისგან ის ვერც ამან იხსნა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.