მარკესი ანრის შეუერთდება
მექსიკელმა მცველმა, რაფაელ მარკესმა მიაღწია მოლაპარაკებას ამერიკულ "ნიუ–იორკ რედ ბულსთან", იტყობინება nysport.com. მარკესის ამერიკაში ოფიციალურად გადაბარგება აგვისტოს დასაწყისშია მოსალოდნელი. ტრანსფერისათვის საჭიროა, რომ მექსიკელი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შეუთანხმდეს. კატალონიელები მას კლუბიდან წასვლას ნამდვილად არ დაუშლიან. ასევე შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" სულ ახლახანს ტიერი ანრიმ დატოვა და "რედ ბულსს" მიაშურა. ასე რომ ესპანეთში ყოფილი თანაგუნდელები შეიძლება ამერიკაშიც თანაგუნდელები გახდნენ.
წყარო: soccer.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]