რაფაელ მარკესმა კარიერა დაასრულა
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა მექსიკელმა მცველმა, რაფაელ მარკესმა, 39 წლის ასაკში, საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მან Twitter-ით გაასაჯაროვა.
რაფაელ მარკესი "ბარსელონაში" 2003-2010 წლებში თამაშობდა. კატალონიური კლუბის მაისური მან 240-ჯერ მოირგო და 12 გოლი გაიტანა. "ბარსელონასთან" ერთად მარკესმა 4-ჯერ ლა ლიგა, ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი, ხოლო თითოჯერ ესპანეთის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
"ბარსელონას" შემდეგ მარკესი "ნიუ იორკ რედ ბულზში", "ლეონში", "ვერონასა" და ბოლოს "ატლასში" თამაშობდა.
რუსეთში ახლახანს გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, მარკესისთვის, მეხუთე იყო. ის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე უკაპიტნა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]