მესი პიჩიჩის ჯილდოსთვის კვლავ იბრძვის

მესი პიჩიჩის ჯილდოსთვის კვლავ იბრძვის

ლიონელ მესი პიჩიჩის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის. შეგახსენებთ, ამ პრიზით ყოველი სეზონის ბოლოს ის მოთამაშე ჯილდოვდება, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტ ბურთს გაიტანს. ბოლო ტურში "ხეტეფეს" წინააღმდეგ გატანის შემდეგ, ლეო ლიდერ რონალდოს მხოლოდ სამი ბურთით ჩამორჩება.

გასული მატჩის შემდეგ მესიმ დიეგო კოსტას ჩამოტოვება მოახერხა. ესპანელს წინა ტურში არ გაუტანია. "ატლეტიკოს" დამარცხება "ლევანტემ" მოახერხა. აქედან გამომდინარე, კოსტას ანგარიშზე 27, მესიზე - 28, ხოლო რონალდოზე 31 გატანილი ბურთია. თუმცა, აქ პორტუგალიელს მცირე უპირატესობა აქვს, რადგან "ბარსას" და "ატლეტიკოს" ორ-ორი მატჩი აქვთ ჩასატარებელი, "რეალს" კი - სამი.

"ბლაუგრანას" შემადგენლობიდან მესის გარდა ლა ლიგის ბომბარდირთა ათეულში კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდება. ესენი ალექსის სანჩესი და პედრო როდრიგესი არიან. ამ დროისთვის, ჩილელის აქტივში 18, ხოლო ესპანელის აქტივში 15 გოლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 57 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.