Bild: ხავი მარტინესმა "ბაიერნის" დატოვება გადაწყვიტა

Bild: ხავი მარტინესმა "ბაიერნის" დატოვება გადაწყვიტა

როგორც ცნობილია, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ესპანელ ნახევარმცველს სამუშაო ადგილის შეცვლა სურს.

25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც როგორც მოედნის ცენტრში, ისე დაცვის ხაზში თამაშის გამოცდილება აქვს, 2012 წლის ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობას ბილბაოს "ატლეტიკიდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. იუპ ჰაინკესის გუნდთან ერთად მან უეფას ჩემპიონთა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოპოვება მოახერხა.

თუმცა, მიმდინარე სეზონში, როდესაც გუნდს სათავეში ხოსეპ გუარდიოლა ჩაუდგა, ბასკი მოთამაშე კონკურენტთა ჩრდილში მოექცა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, მის კარიერაში თავი ტრავმებმაც იჩინა. ამის გამო, გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა.

როგორც გერმანული გაზეთი Bild-ი იტყობინება, ხავი მარტინესი ამ სიტუაციით უკმაყოფილოა და უახლოეს მომავალში სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავს. დღეს მან თავის აგენტს სთხოვა, "ბაიერნის" ხელმძღვანელობისთვის გუნდიდან წასვლის სურვილი ეცნობინებინა.

შესაძლოა, ამ ამბით "ბარსელონა" დაინტერესდეს, რადგან სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელები მარტინესის შეძენით არიან დაინტერესებულნი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.