"ბარსელონას" კიმიხის გაფორმება 50 მლნ ევროდ სურს
მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშე, ჯოშუა კიმიხი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოხვდა.
როგორც Sport Bild ავრცელებს ინფორმაციას, "ბარსელონა" მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვის ფლანგზე თამაში შეუძლია, გერმანულ გრანდს 50 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი, მიხაელ რეშკი თვლის, რომ ეს ცოტაა.
"ჯოშუა გაცილებით ძვირი ღირს. ვფიქრობ, 50 მილიონადაც კი "ბაიერნი" მას არ გაყიდის." - განაცხადა რეშკმა.
მიმდინარე სეზონში, 22 წლის გერმანელმა უნივერსალმა "ბაიერნის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ექვსი შედეგიანი გადაცემა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]