ლუის ენრიკეს მოსვლის შემთხვევაში, დოს სანტოსი "ბარსელონაში" დარჩება

ლუის ენრიკეს მოსვლის შემთხვევაში, დოს სანტოსი "ბარსელონაში" დარჩება

როგორც იცით, ჯონათან დოს სანტოსი იმ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, რომელმაც უახლოეს ზაფხულში შესაძლოა კატალონიური გრანდის შემადგენლობა დატოვოს.

Fox-ის ინფორმაციით, მექსიკელი ნახევარმცველი "ბარსელონაში" იმ შემთხვევაში დარჩება, თუკი მომავალი სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნება.

მოგეხსენებათ, დოს სანტოსი "ბარსას" ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი იყო, როდესაც მას ლუის ენრიკე ხელმძღვანელობდა.

შეგასხენებთ, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 43 წლის სპეციალისტი "ბლაუგრანას" მიერ შემოთავაზებულ თანამდებობას დათანხმდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.