"სიტი" აგუეროს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმობს
როგორც უკვე ცნობილია, კატალონიური "ბარსელონა" მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად შეეცდება, ინგლისური - "მანჩესტერ სიტის" 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელის, სერხიო აგუეროს გადმობირებას. იტყობინება, Sport.es.
ინგლისური კლუბი მზად არის ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელიოს, თუ მსურველი 70 მილიონ ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ აგუერო "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის ახლო მეგობარიც გახლავთ, თავად მესის კი სურს, რომ თანამემამულე კატალონიაში იხილოს.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" სერხიო აგუერო 2011 წლის ზაფხულში შეიძინა, "ქალაქელებმა" მადრიდის "ატლეტიკოს" 40 მილიონი ევრო გადაუხადეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]