სუბისარეტა: „ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და ლუის ენრიკეზე საუბარს არ ვაპირებ“
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, "ელჩესთან" გამართული თამაშის (0:0) შემდეგ, ლუის ენრიკეზე საუბარს ერიდება და აქცენტს სეზონის დარჩენილ მატჩზე აკეთებს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნება. მხარეები ამ ფაქტს არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ.
"ლუის ენრიკე კარგი მწვრთნელია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართ დაპირისპირებაზე ვფიქრობ. ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და ლუის ენრიკეზე საუბარს არ ვაპირებ.
"ატლეტიკოსთან" ძალიან რთული თამაში გველის, რადგან ეს გუნდი დიდი ძალების დახარჯვას გაიძულებს." - აცხადებს ანდონი სუბისარეტა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]