ლუის ენრიკე: "მოლაპარაკებები არ დასრულებულა"
კატალონიის "ბარსა ბ"–ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე აცხადებს, რომ რომაულ "რომასთან" მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა...
"რომი – ეს მშვენიერი ქალაქია, ძალიან მომწონს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს: სიტუაცია არ შეცვლილა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა", – ციტირებს 41 წლის მწვრთნელის სიტყვებს "Football Italia".
"რომას" ახალ პრეზიდენტს, ტომას დი ბენედეტოს ძალიან სურს ლუისის მის კლუბში ხილვა. მას სჯერა, რომ "ბარსა ბ"–ს ამჟამინდელი მწვრთნელი მის გუნდს "ბარსელონას" სტილის ფეხბურთს ათამაშებს. აქვე შეგახსენებთ, რომ "SkySports"–ის ცნობით, ლუის ენრიკეს ხელფასი წელიწადში 1.5 მილიონი ევრო იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]