ლუის ენრიკე: „დასამალი არაფერი მაქვს - წარმატებას „ბარსელონას“ ვუსურვებ“
"სელტას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელსაც "ბარსელონას" ჩაბარებას უწინასწარმეტყველებენ, "რეალთან" მოგებული თამაშის (2:0) შემდეგ აცხადებს, რომ მისი სურვილია ესპანეთის ჩემპიონატი "ბარსამ" მოიგოს.
"წინ ნამდვილი ფინალი გველის, იმ განსხვავებით, რომ "ატლეტიკოს" ფრეც ჰყოფნის.
3 გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში თავისი უპირატესობის დემონსტრირებას ახდენდა, მაგრამ წლის ბოლოს სხვა გუნდებმა მათ ბრძოლა გაუმართეს და ბევრი გააკვირვეს.
პრიმერაში, ჩემპიონობისთვის ნამდვილი ბრძოლა მიდის. დასამალი არაფერი მაქვს - წარმატებას "ბარსელონას" ვუსურვებ, რადგან ამ კლუბში არაერთი შესანიშნავი წელი მაქვს გატარებული."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]