ლუის ენრიკე: "ძალიან ბედნიერი ვარ"

ლუის ენრიკე: "ძალიან ბედნიერი ვარ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, "ატლეტიკოსთან" მოგებული შეხვედრის (2:1) შემდეგ, თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი ჩანდა.

"სრულყოფილი თამაში ჩავატარეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, რაც "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაშის დროს იოლი არაა. ძალიან ბედნიერი ვარ.

მესი სათადარიგოთა სკამზე? ლეოს ვესაუბრე. ის, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია და გარისკვა არ მინდოდა. მან ბევრი იმოგზაურა.

საჯარიმოში ხელით ხშირად თამაში? იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიყავით, არაფერი ჩანდა.

ვერმალენის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც ფეხბურთელს ექიმები შეამოწმებენ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.