საკუთარ კედლებში მოგებული 11 ჩემპიონატი
თუ პრიმერას ბოლო ტურში, "ბარსელონამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, მეთორმეტედ მოხდება, რომ კატალონიური კლუბი ესპანეთის ჩემპიონობას საკუთარ კედლებში იზეიმებს. 5-ჯერ "ბარსა" ქვეყნის ჩემპიონი "ლეს კორტსზე" გამართულ შეხვედრაში გახდა, ხოლო 6-ჯერ - "კამპ ნოუზე".
საჩემპიონო თამაშში "ბარსელონა" ყველაზე ხშირად "ბილბაოს" ამარცხებს. ბასკურ გუნდთან საკუთარ კედლებში გამართული თამაშის შემდეგ კატალონიელებმა ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმეს. ეს 1945, 1948, 1953 და 1992 წლებში მოხდა.
რაც შეეხება "ატლეტიკოს", ამ გუნდთან საკუთარ მოედანზე გამართული თამაშის შემდეგ "ბარსა" ჩემპიონი, ჯერჯერობით, არასდროს გამხდარა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პირველად 17 მაისს მოხდება.
გთავაზობთ 11 საშინაო მოგების ჩამონათვალს, რომელთა შემდეგაც "ბარსა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
ლეს კორტსი
13 მაისი, 1954
ბარსელონა-ბილბაო 5:2
11 აპრილი, 1948
ბარსელონა-ბილბაო 3:0
17 აპრილი, 1949
ბარსელონა-ესპანიოლი 2:1
6 აპრილი, 1952
ბარსელონა-ლას პალმასი 7:0
3 მაისი, 1953
ბარსელონა-ბილბაო 3:2
კამპ ნოუ
17 აპრილი, 1960
ბარსელონა-სარაგოსა 5:0
7 ივნისი, 1992
ბარსელონა-ბილბაო 2:0
20 ივნისი, 1993
ბარსელონა-სოსიედადი 1:0
14 მაისი, 1994
ბარსელონა-სევილია 5:2
18 აპრილი, 1998
ბარსელონა-სარაგოსა 1:0
16 მაისი, 2010
ბარსელონა-ვალიადოლიდი 4:0
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]