მესი: „გვინდა ჩემპიონობა ვილანოვას მივუძღვნათ“
"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მის გუნდს ჩემპიონობის ტიტო ვილანოვასთვის მიძღვნა სურს.
"გვინდა, ჩემპიონატი მოვიგოთ და ეს გამარჯვება ტიტო ვილანოვას მივუძღვნათ. ის ჩვენს ჩემპიონობაზე ოცნებობდა. მას ისე უყვარდა "ბარსელონა", ისე გულშემატკივრობდა მას... ის ჩვენით იამაყებდა.
ჩემპიონატში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს წელი განსაკუთრებით რთული იყო. არ ვიცი, გადაარჩენს თუ არა ეს სეზონს, მაგრამ ამ ტიტულის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება." - აცხადებს ლიონელ მესი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 63 ]