დიეგო კოსტა სავარაუდოდ ითამაშებს
მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერი დიეგო კოსტა, დიდი ალბათობით, "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.
ლა ლიგის გასულ ტურში, "მალაგასთან" გამართულ მატჩში (1:1), დიეგო სიმეონემ კოსტა მოედანზე არ გაიყვანა. ამის მიზეზი კუნთის დაზიანებაა. ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონასთან" თამაშის წინ მადრიდელთა ექიმების პროგნოზები ოპტიმისტურია. თავდამსხმელმა ტრავმა თითქმის სრულად მოირჩინა და 17 მაისს ის მოედანზე უნდა ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, თბილისის დროით 20 საათზე, "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ერთმანეთს "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდებიან. ჩემპიონობისთვის "ბარსელონას" მოგება სჭირდება, "ატლეტიკოს" კი ფრეც ჰყოფნის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 26 ]