ეუსებიოს „ესპანიოლი“ და „მალაგა“ იწვევენ

ეუსებიოს „ესპანიოლი“ და „მალაგა“ იწვევენ

"ბარსელონა ბ"-ს მთავარი მწვრთნელის, ეუსებიო საკრისტანის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 50 წლის სპეციალისტის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გადაწყვეტილი არაა, დარჩება ის კლუბში, თუ სხვაგან წავა.

ეუსებიომ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ "ბარსელონამ" მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ეუსებიო გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ მიიღებს.

როგორც ცნობილია, ეუსებიოს სამსახურით პრიმერას რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. სახელდება "ესპანიოლი" და "მალაგა". შეგახსენებთ, რომ "მალაგა" "ბარსას" პირველი გუნდის მწვრთნელით, ტატა მარტინოთიცაა დაინტერესებული.

ეუსებიო საკრისტანი "ბარსელონა ბ"-ში საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ახალგაზრდა კატალონიელები, ლიგა ადელანტეს 38 ტურის შემდეგ, მე-5 ადგილზე არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.