ჩავი პუიოლს: „შენ ხარ „ბარსელონა“
პუიოლის გაცილების პრესკონფერენციას "ბარსელონას" სრული შემადგენლობა ესწრებოდა, მაგრამ სიტყვით გამოსვლის პატივი წილად მხოლოდ ჩავი ერნანდესს ხვდა. გთავაზობთ "ბარსას" მომავალი პირველი კაპიტნის სიტყვას:
"ყველას ნაცვლად ვისაუბრებ. კარლეს, მეგობარო, ეს მომენტი ისე შორს ჩანდა, როდესაც ჩვენ პირველ გუნდში მოვედით და ახლა ის დადგა. ყველას დრო მოდის, განსაკუთრებით როცა სპორტსმენი ხარ. დღეს ყვეალზე ხშირად გაიგონებ სიტყვას "მადლობა". ჩვენ შენთვის მადლობის ბევრჯერ მოხდა გვმართებს შენი თავდადების, სიმამაცისა და გულუხვობის გამო.
არასდროს დავივიწყებ "უემბლის" ფინალს, როცა გითხარი, რომ დრო იყო თასი აღგემართა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთი ითამაშე. შენ კი მომიბრუნდი და მითხარი: "არა ჩავი, თასი აბიდალმა უნდა ასწიოს." შენ მე ცხოვრებისეული მაგალითი მომეცი. შენ ყოველთვის ყველას გვერდზე იყავი - ტრავმირებულების, მათ გვერდზე, ვინც ცოტას თამაშობდა. მათ ამხნევებდი და რჩევებს აძლევდი.
შენ ამ გუნდს ყველაფერი მიეცი. შენ ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ მათ შორის, ვისთან ერთადაც გასახდელში ვყოფილვარ. შენ აქ იყავი მაშინ, როცა ვაგებდით და მაშინაც, როცა ყველაფერს ვიგებდით და სწორედ ამიტომ, მიღწეული ჩვენთვის ყოველთვის ღირებული იყო. ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ კარიერა შენთან ერთად გავატარე.
შენ ხარ "ბარსელონა" და კლუბს სჭირდები."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 49 ]