ჩავი: ფაბრეგასის გადმოსვლა გარდაუვალია

ჩავი:  ფაბრეგასის გადმოსვლა გარდაუვალია

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა გააკრიტიკა "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმის გამო, რომ არ სურს გაუშვას სესკ ფაბრეგასი "ბლაუგრანას" რიგებში.

"მე ვიცი, რომ სესკს სურს, ამ ზაფხულსვე გახდეს "ბარსელონას" ფეხბურთელი, თუმცა "არსენალის" ხელმძღვანელობა არ აძლევს მას ამის საშუალებას.  მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი ქცევით უბრალოდ აჭიანურებენ ამ პროცესს, ადრე თუ გვიან, სესკი მაინც დაბრუნდება "ბარსელონაში", რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს მისი ამჟამინდელი კლუბის კლუბის ხელმძღვანელობისათვის." - განაცხადა ჩავიმ The Sun-თან ინტერვიუს დროს.

"ისიც შესაძლებელია, რომ კლუბებმა ვერ მოასწრონ მოლაპარაკების დასრულება ამ ეტაპზე და ამიტომ ფაბრეგასმა დაიწყოს ახალი სეზონი "მეთოფეების" შემადგენლობაში, "იჯარის უფლებით" დიახ, ზუსტად ასე! ამიტომაც, სესკს უკვე  ვერაფერი და ვერავინ ვეღარ შეუშლის ხელს გახდეს "ბარსელონას" ფეხბურთელი 2011 წელს" - დაამატა ჩავიმ.

 

 

soccer.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.