ვენგერი ჩავის კომენტარს პასუხობს
ლონდონის "არსენალის" თავკაცმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ კატალონიის "ბარსელონას" გამთამაშებელმა, ჩავი ერნანდესმა მეთოფეების კლუბის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა...
ალბათ უკვე იცით, რომ კატალონიელმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი დასასვენებლად ყოფნის დროს ცესკს ესაუბრა, მაგრამ აქვე შეგახსენებთ თუ რა განაცხადა მან: "მე იბიცაზე ყოფნისას ცესკს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ იტანჯებობდა, რადგანაც მას "ბარსაში" გადმოსვლა სურს."
ამ სიტყვების გამო, მეთოფეთა ფრანგი თავკაცი, არსენ ვენგერი ნასიამოვნები ნამდვილად არ დარჩენილა და პრეს–კონფერენციაზე ჩავის ამ განცხადებას გამოეხმაურა. "რაც მთავარია, ცესკ ფაბრეგასს "არსენალთან" კონტრაქტი" აკავშირებს", – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი – "ფაქტია, რომ ახლა "არსენალს" მისი შენარჩუნება სურს."
არსენის აზრით, კლუბებმა ერთმანითის მიმართ ურთიერთპატივისცემა არ უნდა დაკარგონ და ჩავის კომენტარზე აცხადებს: "თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს ძალიან უპატივცემულო საქციელია და მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ჩავი "არსენალის" მიმართ უპატივცემულობას იჩენს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]