რონალდინიო: „ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება, თუ მესი „ბარსელონაში“ დარჩება“

რონალდინიო: „ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება, თუ მესი „ბარსელონაში“ დარჩება“

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ განაცხადა, რომ მას ვერ წარმოუდგენია ლიონელ მესი სხვა გუნდის მაისურში.

დღეს, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ლიონელ მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს.

"ყველა ჩემი მეგობარი და მე ვნახავთ, თუ რა მოხდება შაბათს. ვიმედოვნებ, გამარჯვებას "ბარსა" მოიპოვებს.

ნეიმარი ახლა ადაპტაციის პერიოდს გადის. მან კარგად დაიწყო, მაგრამ შეუძლია "ბარსელონას" გულშემატკივრებს უფრო მეტი შემოგვთავაზოს, რის მიღებასაც თამაშში მისგან ვართ მიჩვეულნი. ნეიმარი ერთ-ერთია, ვინც შეიძლება ბრაზილიური ფეხბურთის მომავლად ჩაითვალოს.

მესი - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. არა, მე ვერ წარმომიდგენია ლიონელი სხვა გუნდის ფორმაში, მაგრამ როგორც მისი მეგობარი, მინდა, რომ ის ბედნიერი იყოს. საფეხბურთო სამყაროსთვის უკეთესი იქნება, თუ ის "ბარსაში" დარჩება." - განაცხადა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ მესის დებიუტი კატალონიურ გრანდში 2004/05 სეზონში შედგა. მას შემდეგ მან "ბარსელონაში" 465 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 381 გოლი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, 26 წლის არგენტინელმა პრიმერას 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 28 ბურთი გაიტანა, როდესაც გასულ სეზონში, მან 46 ბურთი 32 მატჩში გაიტანა.

რონალდინიო კატალონიურ კლუბში 2003-2008 წლებში გამოდიოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 37 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.