კოკე: "ეს მატჩი ძალიან განსაკუთრებულია"

კოკე: "ეს მატჩი ძალიან განსაკუთრებულია"

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურთან დაკავშირებით.

"ბარსელონასთან" თამაში ძალიან განსაკუთრებული იქნება. ჩვენ უნდა გავიდეთ მოედანზე და გასამარჯვებლად ყველაფერი გავაკეთოთ, რადგან ეს ფინალია", - ციტირებს კოკეს სიტყვებს Marca.

"ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსას" წინააღმდეგ თამაში ფანტასტიკურია. ასევე, პრიმერა დივიზიონისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ჩვენივე ქვეყნის გუნდებთან დაპირისპირება ძალიან საინტერესოა".

"რა თქმა უნდა, ქვეყნის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყველა ოცნებობს, მაგრამ, რაც მთავარია, მიზნისკენ ეტაპობრივად მივიწევთ".

"ეს ჩვენი ფილოსოფიაა, რომელსაც დიეგო სიმეონეს მოსვლის შემდეგ მივყვებით. იგი მადრიდში გამარჯვების წყურვილით მოვიდა. ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ აქამდე მოკლებულნი ვიყავით", - დაასრულა "ატლეტიკოს" 22 წლის ფეხბურთელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.