ოფიციალურად: პიკე „ბარსასთან“ კონტრაქტს 2019 წლამდე გაახანგრძლივებს

ოფიციალურად: პიკე „ბარსასთან“ კონტრაქტს 2019 წლამდე გაახანგრძლივებს

"ბარსელონამ" ხერარდ პიკესთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება გამოაცხადა. პიკე, თავის ამჟამინდელ კონტრაქტს, რომელიც გათვლილია 2013 წლის 30 ივნისამდე, კიდევ 4 წლით გაახანგრძლივებს. ახალი კონტრაქტის თანახმად, პიკე კლუბში 2018/19 სეზონის ბოლომდე დარჩება. მხარეები კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ.

"ბარსას" ახალგაზრდულ აკადემიაში ყოფნის შემდეგ, პიკემ სამი წელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა, ერთი სეზონი კი "სარაგოსაში", მანამ, სანამ, 2008 წელს "ბარსაში" დაბრუნდებოდა, მაშინ, როდესაც გვარდიოლას ერა დაწიყო. კატალონიურ კლუბში გატარებული 6 სეზონის განმავლობაში, პიკემ 266 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და მოიგო 16 ტიტული.

ხერარდ პიკეს, ასევე, "ბარსაში" ჰქონდა რამდენიმე დაუვიწყარი მომენტი, ისეთი, როგორცაა, მისი ისტორიული გოლი "ბერნაბეუზე" (2-6) და ამ სეზონში, მის მიერ "ბარსას" გატანილი მე-1000 გოლი ყველა ჩემპიონატის მატჩებში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 52 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.