„ბარსელონა“ მირანდათი ინტერესდება

„ბარსელონა“ მირანდათი ინტერესდება

მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ჟოაო მირანდა "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება Sport.es.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი 29 წლის ბრაზილიელის ტრანსფერში 20 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა, თუმცა, მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანახად მითითებულია 30 მილიონი ევრო. თავად მირანდა, სავარაუდოდ, "ბარსელონაში" კარიერის გაგრძელების წინააღმდეგი არაა.

მირანდამ კარიერა "კორიტიბში" დაიწყო. ფრანგულ "სოშოში" ხანმოკლე მოღვაწეობის შემდეგ მცველი ბრაზილიაში დაბრუნდა, სადაც "სან პაულუში" გამოდიოდა. "ატლეტიკოს" ღირსებას მირანდა 2011 წლიდან იცავს.

მიმდინარე სეზონში, მირანდამ ესპანეთის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.