დანი ალვესი: "მუნდიალზე წარუმატებლობა არ იქნება"
კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე თავის კარგად წარმოსაჩენად მზადაა.
"ფინალში არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ვოცნებობ. ამასთან დაკავშირებით მესის ვესაუბრე. ასეთი გადამწყვეტი მატჩი არამარტო ჩვენთვის, არამედ არგენტინელთათვისაც შესანიშნავი იქნება. თუმცა, მხოლოდ ფინალამდე მიღწევა არ მსურს. მინდა, რომ წელს მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ", - აცხადებს დანიელ ალვესი.
აგრეთვე, ალვესმა განაცხადა, რომ პირველად, მრავალი წლის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების თამაში არა ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე, არამედ მთლიანად გუნდზე იქნება დამოკიდებული.
"ამ ფეხბურთელებთან შეხვედრა დიდი პატივისცემა და პრივილეგიაა. ჩვენ შეგვიძლია, რომ ერთმანეთთან ძლიერი მეგობრობა და ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ. ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ნაკრებს ნდობა დაუბრუნდა. ერთი სული გვაქვს, თუ როდის დაიწყება ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, წარუმატებლობა არ იქნება", - განაცხადა "ბარსელონას" მცველმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 42 ]