ლუის ენრიკეს კოკეს გადაბირება სურს

ლუის ენრიკეს კოკეს გადაბირება სურს

"ბარსელონას" ახალ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, თავის გუნდში მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, კოკეს ხილვა სურს.

როგორც Sport.es იტყობინება, მადრიდელები 22 წლის ესპანელის გასაშვებად მზად არიან, მაგრამ, მინიმუმ 40 მილიონ ევროდ. კატალონიელები ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფულის მიღებას ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასის გაყიდვით გეგმავენ, რომლითაც სერიოზულად ინტერესდება "მანჩესტერ იუნაიტედი". ასეთ შემთხვევაში, შესაძლო ალტერნატივად განიხილება პოლ პოგბას, არტურო ვიდალისა და ლუის გუსტავუს კანდიდატურები.

2013/14 სეზონში, კოკემ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 16 საგოლე გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.