"ბარსელონა" ერთ-ერთ ვარიანტად კოკეს განიხილავს

"ბარსელონა" ერთ-ერთ ვარიანტად კოკეს განიხილავს

"ბარსელონა" 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაღალი დონის ნახევარმცველის შეძენას აპირებს, იტყობინება ესპანური გამოცემა sport.

წყაროს ცნობით კლუბს ყოველთვის აქვს სათადარიგო გეგმა, იმ შემთხვევაში თუ ზაფხულში ვერ შეძლებენ პოგბასა და ვერატის შეძენას ერთ-ერთ ვარიანტად მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, კოკე განიხილება. უნდა აღინიშნოს, რომ კოკეს 2014/15 წლებში ჰქონდა შეთავაზებები, თუმცა მან კლუბის დატოვებაზე უარი განაცხადა და კონტრაქტი გააუმჯობესა.

ლუის ენრიკე კოკეს დიდი გულშემატკივარია. მიუხედავად ამისა, მისი შეძენა არ არის პრიორიტეტული, მაგრამ ნათელია, რომ მას განიხილავენ. ესპანელის გამოსასყიდი თანხა 65 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული თანხა უმაღლესი დონის ნახევარმცველებს უწერიათ კონტრაქტში.

გარდა ამისა ტრანსფერების კუთხით "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, ამას მოწმობს ზაფხულში არდა თურანის განხორციელებული ტრანსფერი.

კოკემ შესანიშნავად იცის ესპანეთის ჩემპიონატი, მისი ფიზიკური ძალა უდაოდ ძლიერია. მიუხედავად ამისა, მას კატალონიელები მესამე ვარიანტად, ვერატისა და პოგბას შემდეგ განიხილავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.